|
2016-02-28 13:53:03, 379 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესპანეთთან ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს დადებითად აფასებს
საქართველოს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალო ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ჯანელიძემ აღნიშნული ვიზიტი ესპანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა.იხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-ესპანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ესპანეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების მოზიდვას. აგრეთვე, ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია. მინისტრებმა მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები. აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა დაადასტურა, ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, აგრეთვე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)