|
2016-02-27 19:24:13, 534 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედია, ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენს ჯარისკაცებს ბრალდებებს უყენებს
იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოკვლევის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და თავდაცის სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ბრიუსელში ევროპის სარდლობასთან და ფრანგულ მხარესთან შეხვედრები გამართა. „ჩვენ დავასრულეთ მოკვლევის ფაზა, ის რაც თავდაცვის სამინისტროს შეეძლო დღევანდელი მდგომარეობით გაეკეთებინა. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავიარეთ. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი ბრიუსელში, სადაც შევხვდით ევროპისა და კერძოდ საფრანგეთის სარდლობასაც, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ საკითხზე. მივიღეთ სრული წვდომა ყველა საჭირო მასალასთან, რომელიც ბრიუსელშია დაცული. პრაქტიკულად მოკვლევის ყველა ეტაპი დასრულებულია. ჯგუფი შედგენილია და მიმდინარეობს ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრების მზადება. ჯგუფი შედგება სამხედრო პოლიციელებისგან, ასევე პროკურორებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. ჩემთვის სურათი ნათელია. ჩვენ დაველოდებით მათ დაბრუნებას საქართველოში. იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ არ ვიცით ამის საშუალება მოგვეცემა თუ არა, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ რათა სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა ხიდაშელმა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში იღემდნენ მონაწილეობას.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)