|
2024-11-12 16:21:01, 698 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უდიდეს როლს შეასრულებს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ვაჭრობის გაძლიერებაში
ბაქოში მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში მე-9 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები. ლევან დავითაშვილთან ერთად ბაქოში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ. მინისტერიალის მონაწილეებმა განიხილეს კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ნაკადს ევროპაში.
მისი შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მონაწილეობას, ხაზი გაუსვეს მათ ინტერესს პროექტის მიმართ და ჩართულობის პოტენციალს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდგომ პერიოდში. მინისტერიალის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ აუცილებელი პროცედურები შეთანხმებაში ბულგარეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარის ინტერესისა და წინა მინისტერიალების გადაწყვეტილებების საფუძველზე. მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო პროგნოზები, წარმოების პოტენციალის ანგარიში, ტექნოლოგიის მიმოხილვა და ინტერკონექტორების ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)