|
2015-02-13 16:32:14, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ მინდია ჯანელიძე ევროპული კურსის მატარებელი არ არის, არ იზიარებს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ევროპული კურსის მატარებელი არ არის და ის უნდა გადადგეს. როგორც ბაქრაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს ყველა წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საქართველოში რეფორმები ნატო-სთვის უჩვეულო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. „გავეცანი განცხადებებს. 5 თებერვალს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი შედგა, სადაც მონაწილეობა მინდია ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს, რომელშიც აღინიშნა, რომ საქართველო პროგრესირებს და ამას გენერალური მდივანი, მისი მოადგილე, ასევე სპეციალური წარმომადგენელი აპატურაი აღნიშნავენ, რომ ნატო-სთვის უჩვეულო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ამ მხრივ პროცესი, შესაბამისად ვერაფერს ვერ გავიზიარებ მსგავს მოსაზრებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)