|
2016-02-27 09:42:06, 1429 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან
სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "TV პირველის" ეთერში, უკანონო თვალთვალის შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც ხიდაშელმა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი დანაშაულის ჩამდენის მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვისაც შესაძლოა ასეთმა მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს. "ვიცი რომ ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იმედი მაქვს, ის ძალიან სწრაფად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, მეგობრებს და საზოგადოებას. გიდასტურებთ, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერზე ხდება თავდასხმა. საერთოდ, როდესაც ქუჩაში, დღისით-მზისით, ასეთი თავდასხმა ხდება, ვისზეც არ უნდა ხდებოდეს, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეებიც ჩვენ ყველანი გავხდით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენის მიმართაც და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვისაც შეიძლება ასეთმა მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს, რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუა ქალაქში, შუადღისას, იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მყისიერად მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას უაპსუხა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)