14:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 19:21:20, 611 ნახვა

საზოგადოება
ვროცლავში აჭარის მთავრობის ორგანიზებით, „ვროცლავი-ბათუმი“ ბიზნესფორუმი გაიმართა

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში „ვროცლავი-ბათუმი“ ბიზნესფორუმი გაიმართა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ.

დელეგაციის წარმომადგენლებმა პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართეს. ფორუმზე პოლონეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics