|
2015-02-13 16:20:10, 1193 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ მინსკში შეთანხმება შედგა, თუმცა კითხვები მაინც იბადება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მინსკში, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეაფასა. როგორც ბაქრაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა. თუმცა მისი თქმით, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე კითხვები მაინც იბადება. „პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა კითხვები მაინც იბადება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც ხელშეკრულება და მისი თითქმის არც ერთი პუნქტი არ სრულდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რა თქმა უნდა უკრაინას ვუსურვებ ცეცხლი შეწყდეს, თუმცა გამომდინარე ჩვენი არასახარბიელო გამოცდილებიდან უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)