23:15 - 04 Nov, 2026
|
2015-02-13 16:08:38, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებს და მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მიღწეული შეთანხების შესრულების აუცილებლობას. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო-უკრაინის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)