|
2016-02-26 12:15:39, 438 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: საქართველოს უშიშროების სამსახური ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინფილტრირებულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ირმა ნადირაშვილმა და გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ის მტკიცებულება გააცნეს, რომლითაც მათი თქმით, დგინდება, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად, ასევე მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლიტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ამჟამინდელი მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი არაერთხელ გამოავლინა. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვეტილია კონტრდაზვერვითი საქმიანობა, სისტემა გაივსო არაკომპეტენტური კადრებით მაშინ როცა არაერთი კვალიფიციური და ღირსეული ოფიცერი ან სამსახურიდანაა გაშვებული ან დაპატიმრებული (მაგალითად კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე) ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმის შესახებაც, რომ რეალურად მიმდინარეობს ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ინფილტრაცია მტრული სახელმწიფოს მიერ. დღეს გვსურს შემოგთავაზოთ ამის დამადასტურებელი მაგალითი. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომერი, რომლის თანახმადაც ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად. ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბ-ნი მჭედლიშვილი ასევე მუშაობდა მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ორივე თანამდებობა, პირდაპირ წარმოადგენს საბჭოტა კავშირის უშიშროების კომიტეტის ე.წ. კაგებეს ნომენკლატურას. ანუ გამოდის რომ დღეს, საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლიტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა. აღნიშნული ინფორმაცია არის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სისტემის მორღვევის გამო განგაშის ზარის შემოკვრის კიდევ ერთი მიზეზი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბ-ნი მჭედლიშვილია დაკავებული - ბიძინა ივანიშვილის დავალებით - რუსული პროპაგანდის კოორდინაციით და სხვადასხვა მედია საშუალებების დაფინანსებით, რომლებიც ახდენენ აღნიშნული პროპაგანდის გავრცელებას. შეგახსენებთ რომ ანტიდასავლური პორპაგანდის საქართველოში გაძლიერებაზე სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც საუბრობდა. ბატონი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ „ქართუში“ ითვლება პირდაპირ ივანიშვილის კადრად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ბატონი მჭედლიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან რადგან მის მიერ თანამდებობაზე გატარებული ყოველი წუთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა ბატონი მჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. და დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ ვინც ახდენდა მისი ამ თანამდებობაზე დაინშვნის ლობირებას, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ",-აცხადებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)