21:38 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 11:59:36, 614 ნახვა

საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, რამდენიმე რეისი არ შესრულდება

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე რეისი არ შესრულდება.

ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული.

მატარებელთა მიმოსვლა სრულად 26 თებერვალს აღდგება.

„საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებელები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.

25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები.

ასევე, 24 თებერვალს თბილისიდან და 25 თებერვალს ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653.

აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია.

მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics