|
2024-10-20 11:35:04, 549 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, ჯამში, 40 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა ქართულ სტარტაპებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო 150,000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მეცამეტე რაუნდის დასკვნით ღონისძიებაში, რომლის დროსაც 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. პროგრამა სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2018 წლიდან ხორციელდება და ცამეტი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 255 სტარტაპმა მიიღო დაფინანსება. მინისტრის მოადგილე მიესალმა პროგრამის ორგანიზატორებს, სტარტაპერებს და საინვესტიციო კომიტეტის წევრებს, რომლებმაც 20 გამარჯვებული გამოავლინეს. როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში, მისი ამოქმედებიდან დღემდე, სახელმწიფომ, ჯამში, 40 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა. „დღეისთვის, გამარჯვებული სტარტაპების არასრულმა რაოდენობამ შეძლო დაეგენერირებინა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი და ინვესტიცია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი და წარმატებული შედეგია. ძალიან მოკლე დროში, ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა დინამიურად განვითარებადი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრი" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართული იყო ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ. მათ შორის, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსის შემოღებაზე, რომელიც სამი წლის წინ მთავრობამ ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის სწრაფი განვითარების მიზნით შემოიღო. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, დღეს საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ფართო რეგიონში ტექნოლოგიური და აიტი კომპანიების მიგრაციისა და ოპერირების დასაწყებად. მისი თქმით, ბოლო 3 წელში საქართველოში საქმიანობა დაიწყო ამ პროფილის 150-მდე კომპანიამ, სადაც 10,000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტი საქმიანობს. „2023 წელს აიტი სერვისების ექსპორტი თითქმის ნულიდან 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა და ამან ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ეს გვიჩენს იმის ამბიციას, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა იყოს მოწინავე რეგიონში და მიმზიდველი როგორც სტარტაპების, ისე ინვესტორებისთვის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება და მათი მეშვეობით ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მათ შორის, ტრადიციული სექტორების გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქუთაისში რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ პროექტზე, სადაც სხვადასხვა კომპონენტთან ერთად, პირველად საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ამოქმედდება. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, აღნიშნულ ცენტრში სპეციალისტები იმუშავებენ, რათა ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს ქართულ ჯადაცვაში, განათლების სისტემაში, საჯარო სერვისებში და საბოლოო ჯამში, ბიზნესსა და ეკონომიკაში. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)