|
2016-02-25 18:20:49, 651 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართველი პატრიოტების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. „დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა, ესენი იყვნენ ჩვენი ჯარის შენაერთები, სახალხო გვარდია და მოხალისეები, წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში, თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა წაგებით დასრულდა, საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია. ის რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)