|
2016-02-23 18:38:34, 615 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს თბილისში ახალი მეტროსადგური გაიხსნება
თბილისში 23–ე მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნება. მშენებლობა დღეს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები აშენდება. მეტროდან ამოსასვლელები კი ვაჟა–ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. გვირაბებს რესტავრაცია ჩაუტარდება. "აქ მოსვლამდეც ვიცოდი, რომ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის. შეიძლება ვთქვათ, ფაქტობრივად გარანტირებულია, რომ დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში, ეს პროექტი დასრულდება. თუმცა, ერთი შეხედვით პატარა პრეტენზიები ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ვფიქრობ, აქ ფრონტი უფრო დიდია, ვიდრე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. დღეს, ალბათ, მუნიციპალური განვითარების ფონდთანაც მექნება საუბარი და ზედამხედველებთანაც. გრაფიკი შედგენილია, მაგრამ საზოგადოებას რაც მალე მივცემთ ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის ერთ-ერთ სერიოზულ გაგრძელებას, მით უკეთესია. ამიტომ მიმაჩნია, რომ, ალბათ, არის გარკვეული ეკონომია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)