|
2016-02-23 17:25:05, 628 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სოფელ ქოლოლეთის მოსახლეობას შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრი პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნადიმ ვარშანიძესთან ერთად მაჭახლის თემში შემავალი სოფლის ქვედა ქოქოლეთის მოსახლეობას შეხვდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამინისტროს აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მომართა, რომლის თანახმად ადგილობრივები სოფელში თემის სამედიცინო პუნქტის გახსნას დაწყებითი სკოლის შენობაში ითხოვდნენ. სოფელი ამბულატორიული ცენტრიდან რამდენიმე კოლომეტრითაა დაშორებული. მინისტრი მაჭახლის ხეობას მოსახლეობის მოთხოვნის ადგილზე გასაცნობად ეწვია. „აქ მოსახლეობის მოთხოვნის გასაცნობად მოვედით, ჩვენი ვალდებულებაა ექთნის ხელფასით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. შეხვედრაზე დაისვა სამედიცინო პუნქტისათვის ახალი შენობის აშენების საკითხი, როგორც კი გამგეობა შენობის მშენებლობას დაასრულებს, ჩვენ დავნიშნავთ ექთანს და მოსახლეობას ადგილზე შეეძლება ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიღება“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო მომსახურებას უწევს 228 მედდა. 2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 783,400 ლარს. 2015 წელს ამავე პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 225 992 პაციენტს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)