20:41 - 10 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 21:55:08, 332 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს 100 წლის გახდა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს 100 წლის გახდა. იგი 1924 წლის პირველ ოქტომბერს ჯორჯიის შტატში დაიბადა. აშშ-ს 39-ე პრეზდენტი ყველაზე ხანგრძლივი მცხოვრებია, აშშ-ს პრეზიდენტებს შორის. 

ჯიმი კარტერმა ამერიკის პრეზიდენტებს შორის ხანგრძლივობის რეკორდი ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში მოხსნა. შემდეგ მან სიცოცხლის ხანგრძლივობით აჯობა ჯორჯ ბუშს, უფროსს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გარდაცვალების დროს 94 წლისა და 171 დღის იყო.

1976 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯიმი კარტერმა მოიგო მოქმედი რესპუბლიკელ პრეზიდენტი ჯერალდ ფორდს. მისი პრეზიდენტობა ხასიათდებოდა სსრკ-სთან ურთიერთობის შესამჩნევი გაუარესებით, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის გამო. სწორედ კარტერის ადმინისტრაციამ წამოიწყო 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი.

საგარეო საკითხებში კარტერმა პანამის არხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პანამის არხის ზონა პანამას დაუბრუნდა. ეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის გავლენის დიდი დათმობა იყო, რისთვისაც იგი ძალიან გააკრიტიკეს. 1978 წელს კემპ-დევიდის სამიტზე კარტერის ხელმძღვანელობით ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობის, ურთიერთცნობისა და ეგვიპისთვის სინაის ნახევარკუნძულის გადაცემის თაობაზე. ამით დასრულდა ეგვიპტე-ისრაელის ომების სერია. მისი მმართველობა ასევე აღინიშნა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით, ამ უკანასკნელის მიერ 1979 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო. ამის გამო 1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა.

კარტერის მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში; აიათოლა ჰომეინიმ აშშ "დიდ სატანად" გამოაცხადა, და 1980 წელს მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში. მოლაპარაკებები და ძალისმიერი მეთოდებით მძევლების განთავისუფლების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1980 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, სადაც კარტერი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის გამარჯვებით დასრულდა. 1981 წლის 20 იანვარს რეიგანის ინაუგურაციის დასრულებიდან 20 წუთში ირანელებმა მძევლები გაათავისუფლეს.

შემდგომი სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს მიღებული აქვს ნობელის პრემია 2002 წელს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შოლცი - ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე - ისრაელს იარაღს კვლავ მივაწვდით
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
გახარია - რასაც მდინარაძე ბოდავს, ბოდვად რჩება - ძალიან სახიფათო ველზე შედიან
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics