|
2016-02-23 13:01:22, 862 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება
თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეზოში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის ეზოში წარმოდგენილი იქნება იუნკერების ფოტოგამოფენა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრებიან. შეგახსენებთ, 1921 წლის 21 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო). რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)