|
2016-02-23 12:31:36, 723 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმს გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს. 20 წლის ნემო ჯალაღონიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მცირე საწარმო გახსნა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ნემო ჯალაღონია ახლად გახსნილ საწარმოში მეგობართან ერთად საქმიანობს, რომელიც თექაზე მუშაობს. მეგობრები ერთობლივად ქმნიან ნამუშევრებს, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებენ და მომავალში საჩუქრების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. ნემო ჯალაღონიას თქმით, რომ არა მიღებული დაფინანსება, საყვარელ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ჰქონდა. გაყიდვების ზრდის შემდეგ, მას 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს. "ეს არის მეწარმეობის განვითარება. ეს ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)