|
2016-02-22 15:48:26, 618 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი დასახლებული პუნქტების გეოგრაფიულ მონაცემებზე მუშაობას აგრძელებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 85% უკვე ერთიან მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი. პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განახლდება. როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. მუნიციპალიტეტების რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება: რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge, თუმცა ჯერჯერობით მას თან არ ახლავს დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატებას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელების შემდეგ გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს. პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნება დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეეძლება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)