|
2016-02-22 15:26:39, 682 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, სპელოლოგებმა- გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს. მანამდე აღნიშნულმა ჯგუფმა მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრა და ექსპდიიციის მოსაწყობად პროფესორ გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაცზაქარიასკლდის მღვიმე ეწოდებოდა. 2016 წლის 14 თებერვლიდან მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩვა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია,მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)