|
2016-02-22 14:59:28, 416 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი სტანიშევი: მოვითხოვთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი დღეს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, პარტიის სხვა ლიდერებს და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო სამი წის განმავლობაში განხორციელეულ რეფორმებს და სამომავლო თანამშრომლობას. „ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ბატონი სტანიშევისგან სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპელი სოციალისტების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მე გამოვყოფდი ერთ-ერთს, პარტიის გაწევრიანებას ევროპულ სოციალისტურ პარტიაში, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალა, არის საქართველოს ევროპული კურსის უმთავრესი გარანტი, ევროპელ სოციალისთტა პარტიებთან პარტნიორობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის სერგეი სტანიშევის თქმით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის მიღება. „ქვეყანა უახლოვდება ევროპას. ევროპელი სოციალისტები მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას და მოვითხოვთ, ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად” - განაცხადა სტანიშევმა. მისივე თქმით, საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და ეს დაიმსახურა. „ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში. როგორც მე დღეს შეხვედრებზე განვაცხადე, დღეიდან მათი საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა. ჩვენ გვინდა, რომ ქართული ოცნება იყოს წარმატებული მთავრობაში და ჩვენ ნათლად ვაჩვენებთ წლევანდელი წლის საარჩევნო კამპანიაში, თუ როგორ დავუჭერთ მათ მხარს ჩვენ, ევროპის სოციალისტების ოჯახი“ - განაცხადა სერგეი სტანიშევმა. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღადგინა სოციალური თანასწორობა საქართველოში, ისეთ მთავარ საკითხებში, რომელიც ყველა ადამიანზე ზეგავლენას ახდენს. ეს არის ჯანდაცვა, განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ხელშეწყობა და სხვა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდა იმასთან შედარებით, თუ როგორი იყო ის წინა პერიოდში. „ხალხს აქვს უფლება უფრო მეტს მოელოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ სად იყო საქართველო სამი წლის წინ და სად არის ეხლა. საკმაოდ ნათელი იყო ის, რომ ხალხს არ ქონდა თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა“ - განაცხადა სერგეი სტანიშევმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ვიზიტები ბრიუსელში, რომლის დროსაც შედგება ერთიანი დისკუსიები. ევროპის სოციალისტური პარტია არის სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული პოლიტიკური პარტია, რომელიც ევროპის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს აერთიანებს. მის შემადგენლობაშია 33 სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის 28 ქვეყნიდან და ნორვეგიიდან. პარტიაში გაერთიანებულია აგრეთვე 13 ასოცირებულიდა 12 დამკვირვებელი წევრი. ევროპის სოციალისტური პარტია ევროპარლამენტში წარმოადგენს სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალას 195 დეპუტატით. "ქართული ოცნება" 2015 წლის ივნისში ოფიციალურად გახდა ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)