|
2016-02-22 10:00:50, 589 ნახვა
საზოგადოება
EMC ტყიბულში გაფიცულ მეშახტეთა მხარდასაჭერ აქციას უერთდება
15 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშების გაფიცვა. დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 1500-მდე მუშაა გაფიცული. გაფიცული მუშების მოთხოვნება: ხელფასის 40% -ით მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე საგაფიცვო პერიოდის შემდგომ, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების მყარი გარანტიების გაცემა. მმართველი კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელობა მუშების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, რითაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, ჩიხში შეყავს პროცესი და პრობლემის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის შესაძლებლობას სპობს. "დასაქმებულებმა, გაფიცვამდე თვენახევრით ადრე, 2016 წლის 8 იანვარს, საკუთარი მოთხოვნები წერილობითი ფორმით წარუდგინეს საწარმოს, რაც კოლექტიური დავის გადასაწყვეტად მოლაპარაკების დაწყების პროცედურას გულისხმობდა. მიუხედავად, დასაქმებულთა მცდელობისა დავა შემათანხმებელი პროცედურით გადამწყდარიყო, მიმართვას საწარმოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დასაქმებულთა ნაწილობრივი და მოგვიანებით სრული გაფიცვის მიზეზი გახდა. საწარმო რომელიც დასაქმებულთა მოთხოვნებს სრულად აიგნორებს, ტყიბულის მაჟორიტარისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმაც ვერ იქნია გავლენა მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობის შესახებ. EMC მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა მოთხოვნები ლეგიტიმურია და მხარს უჭერს მათ. სოლიდარობისა და გაფიცულთა მხარდაჭერის მიზნით, EMC-ისა და სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფების წარმომადგენლები დასაქმებულთა აქციას შეუერთდებიან, რომელიც სამშაბათს, ტყიბულში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)