|
2016-02-22 09:56:52, 855 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებს
22 თებერვალს, 12 : 00 სთ–ზე, „ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი. მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 744 978,5 ლარის სამედიცინო მომსახურეობით და მიიღეს 310 097,82 ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხა შეადგენს 1 055 076,32 ლარს. ბრიფინგს დაესწრებიან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი; კომპანია „ავერსის „ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; „ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე; საქველმოქმედო ფონდი „ავერსის“ დირექტორი ქეთი ნემსაძე; ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. (R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)