|
2016-02-21 17:14:38, 584 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერა. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, გასული წლის ივნისიდან, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებდა. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 393 562 ლარია გამოყოფილი. ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)