2024-09-13 15:31:43, 346 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერა, ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, "ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში" იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერასა და ბაზრების დივერსიფიცირების საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშესახები შედეგები სახეზეა. "იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის 40%-იანი ზრდა - წელს უკვე 1 მილიონ ბოთლზე მეტია გატანილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამერიკაშიც - ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. კომპანიის "ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი" დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერით მარანი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო მეწარმემ ღვინის მარანი - გასულ წლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი; აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს. "ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი" უცხოელი სტუმრებისთვის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებიც იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რთველის პროცესში, გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას, რაც საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
ნეთანიაჰუ - ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ
ISSA - საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|