05:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-21 13:57:24, 380 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი ყველას ველოდებით სვანეთში

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის ოფიციალური გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,  გიორგი კვირიკაშვილთან და  მთავრობის წევრებთან ერთად სვანეთში იმყოფება.

,,ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი.  დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო სათხილამურო კურორტის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანია "პომას".

დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "თეთნულდზე" მოეწყობა პრესტურები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტს ეწვევიან ტურისტული კომპანიები. 

რაც შეეხება სერვისების განვითარების მიმართულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  წლის განმავლობაში გაკეთდება გენერალური განაშენიანების გეგმა, ასევე მოხდება მიწების რეგისტრაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics