|
2024-09-12 10:45:28, 3869 ნახვა
ეკონომიკა
MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს. ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება MAN TGX-ის გამწევებზე, MAN TGS-ის სატვირთო ავტომობილებსა და MAN TOPUSED-ზე.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტა ლიზინგთან“ პარტნიორობით სატვირთო ავტომობილების შეძენა ბევრად გამარტივებულია. ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ავტომობილის შესყიდვის მომენტში არ უწევს თანხის სრულად მობილიზება, ის თანხას იხდის განსაზღვრულ პერიოდებზე, რა პერიოდებშიც მომხმარებელს უკვე ჰყავს ავტომობილი, რომლითაც შეუძლია შემოსავალი გამოიმუშაოს. პირდაპირ შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს სხვადასხვა წყაროდან უწევს თანხის მოძიება. „თეგეტა ლიზინგით“ სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ სჭირდება და შეუძლია, ხელსაყრელი პირობებით, თეგეტაშივე შეიძინოს ტექნიკა და აქვე ისარგებლოს სპეციალური სალიზინგო პირობებით, რაც გაცილებით მარტივი და კომფორტულია“. MAN TOPUSED-ის შემთხვევაში მომხმარებელს ერთწლიანი შიდა 0%-იანი ლიზინგით სარგებლობა შეუძლია. ეს მიმართულება მომხმარებელს მეორად სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს. თითოეული მათგანი MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ არის შემოწმებული და სერტიფიცირებული. ნულპროცენტიანი ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ იხდის. რაც შეეხება MAN TGX-ის გამწევებს, რომლებიც გამოირჩევა საიმედოობით, სიმძლავრით, ინოვაციურობითა და კომფორტით, მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - შიდა საოპერაციო ლიზინგი სამწლიანი ვადით, მომხმარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით. სამწლიანი შიდა საოპერაციო ლიზინგი ვრცელდება ასევე MAN TGS-ის სატვირთოებზე, მომხარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით. MAN TGS-ის სატვირთოების მთავარი მახასიათებლებია საიმედოობა და ეფექტიანობა. მისი თვითმცლელები საკარიერო სამუშაოებში გამოიყენება. „თეგეტა ლიზინგის“ კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საოპერაციო ლიზინგის დასრულების შემდეგ, განაახლოს, დააბრუნოს ან გამოისყიდოს სატვირთო ავტომობილი. ამისათვის „თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგებს. ფინანსური ლიზინგის ბოლოს მომხმარებელს შეუძლია, დარჩენილი ღირებულება გადაიხადოს და ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა. საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, მომხმარებელი იხდის კონკრეტულ ყოველთვიურ გადასახადს, სარგებლობს ავტომობილით და ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილი ლიზინგის გამცემ კომპანიას რჩება. ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და, სტანდარტული სესხისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა. __ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)