|
2016-02-20 16:23:12, 649 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა. პრემიერის თქმით, ზუგდიდელები დიდი ხანია ელოდებიან ცენტრალური სტადიონის მშენებლობას და მათ ახლო მომავალში ექნებათ 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი რეგიონის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 9 747 000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა. სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონისხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაციძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო -ხელოვნურით.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)