|
2024-09-05 11:43:07, 373 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი - ჩინეთი აფრიკას 45.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ჩინეთი აფრიკას დაეხმარება და 45.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს,- ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, პეკინი აპირებს აფრიკის ქვეყნებისთვის 360 მილიარდი იუანის (45,8 მილიარდი ევრო) ოდენობის ინვესტიციების გამოყოფას. “გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 210 მილიარდი იუანი (26,7 მილიარდი ევრო) გაიცემა სესხების სახით, კიდევ 80 მილიარდი იუანი (10,1 მილიარდი ევრო) - სხვადასხვა სახის დახმარების სახით, ხოლო დამატებით 70 მილიარდ იუანს (8,9 მილიარდი ევრო) რეგიონში ჩინური კომპანიები დააბანდებენ. ჩინური მხარის ინფორმაციით, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმზე აფრიკის დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარი თემები იქნება ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და სამხედრო სექტორი. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი აპირებს, ჩაატაროს ერთობლივი სამხედრო წვრთნები აფრიკის ქვეყნებთან, განავითაროს “მწვანე“ ენერგეტიკის პროექტები და აფრიკაში გაგზავნოს სამედიცინო პერსონალი. ამასთან ერთად, პეკინს განზრახული აქვს, გახსნას ჩინური ბაზარი აფრიკის ქვეყნებისთვის და მომავალში აწარმოოს მათთან ვაჭრობა საბაჟო გადასახადების გარეშე. ფორუმზე გამოსვლისას სი ძინპინმა გააკრიტიკა დასავლეთის როლი აფრიკის განვითარებაში. “დასავლური მოდერნიზაციის პროცესმა ბევრი ტკივილი მოუტანა მრავალ განვითარებად ქვეყანას“,- განაცხადა სი ძინპინმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)