08:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-31 11:31:28, 433 ნახვა

მსოფლიო
მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური დროებით გათიშეს

მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური დროებით გათიშეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის თქმით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია.

"30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს", - წერს არუთიუნიანი "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics