|
2016-02-19 17:02:01, 826 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. ვიცე-პრემიერს მეგზურობა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გაუწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა თავდაპირველად „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“-ს წარმოება დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია 2000 წლიდან საქმიანობს და 100-ზე მეტი დასახელების თამბაქოს ნაწარმს უშვებს. სამომავლოდ, კომპანია წარმოების გაფართოებას და პირველადი თამბაქოს გადამუშავების საწარმოო ციკლის დამატებასგეგმავს, რაც საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე გავა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმოს „ომეგა თეგის“ საქმიანობასაც, სადაც ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ციფრული ლაბორატორიული დანადგარების შეძენა. საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ომეგას“ გადაწყვეტილება, საწარმოში დანერგოს თამბაქოს პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზი, მნიშვნელოვანი სტიმულია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც თამბაქოს წარმოების განვითარებას გეგმავენ. სულ „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი კი შეადგენს 1,5 მილიარდამდე ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)