|
2016-02-19 15:21:18, 664 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ვიმედოვნებთ, Ryanair-ისადმი ჩვენი შემოთავაზებები და ასევე მათგან მიღებული წინადადებები მოწონებული იქნება
პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიმდინარე კვირა შეაფასა და მას ძალიან წარმატებული უწოდა. აქვე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანია Ryanair ქართული მხარის შეთავაზებებს მოიწონებს და მიიღებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, Ryanair-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო. "ვიზეართან" მიმართებაში მოხდება თვითმფრინავის ბაზირება. აღნიშნულ ავიაკომპანისთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ დღეში არ მომხდარა. ეს არის ძალიან დიდი პროცედურა. დაახლოებით, წელიწადნახევრი ვმუშაობდით, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კომპანიისადმი ჩვენი შემოთავაზებები ასევე მათგან მიღებული და მოწონებული იქნება. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვთვლით, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინდა დავადასტურო, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო. ისინი ჩვენი აქტიურობის გამო მადლობლები არიან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)