|
2016-02-19 14:42:50, 549 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძემ სტოკჰოლმში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, ბირთვული უსაფრთხოების შერპას რანგში, სტოკჰოლმში, 16-19 თებერვალს გამართულ შერპების მეხუთე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელი ხსენებული შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში შედიოდნენ, ასევე, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შალვა ბურდული. შეხვედრა აშშ-ს ინიციატივითა და შვედეთის სამეფოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ორგანიზებით გაიმართა. ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე მაია ბითაძემ წარადგინა ინფორმაცია ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, საკუთარ პრეზენტაციაში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტზე, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა. ხსენებული აქტივობისა და გამოხატული პოლიტიკური ნების გამო, საქართველო, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიმდინარეობისას, დაჯილდოვდება მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრთა მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია 2016 წლის სამიტის კომუნიკესა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ტექსტებთან დაკავშირებით. კომუნიკეში მითითებული იქნება ბირთვული უსაფრთხოების სფეროს ის ძირითადი საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. სამოქმედო გეგმები კი, ეხება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერთიანებული ერები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო პოლიცია (INTERPOL). საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შემუშავებული ერთობლივი განცხადებების პროექტებს. მათ მონაწილეობა მიიღეს ამ მიზნით გამართულ პანელურ დისკუსიაში. ზემოხსენებული დოკუმენტების მიღება მოხდება ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც 2016 წლის 31 მარტს - 1 აპრილს გაიმართება და მასში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)