|
2016-02-19 14:19:58, 577 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა. როგორც “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან გრიგოლ გიორგაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მომხსენებელს სამინისტროს მიერ ბენეფიციარ ქალთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო ჩართულია „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. სამინისტროში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხების კომისია, რომელიც ამ ეტაპზე გენდერული თანასწორობის შიდა გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს. ამ მიმართულებით იგეგმება სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებაც. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აუცილებელია იმ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ბენეფიციარებთან. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ გააუქმა დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც დევნილი ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ერთადერთ მესაკუთრედ ოჯახის მამაკაცი წევრი ფორმდებოდა. ცვლილებების შედეგად, ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრე ხდება. ასევე, სამინისტროს გამოცხადებული აქვს კონკურსი დევნილი ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით. პირობების თანახმად, მხარდაჭერილი სოციალური და აგრარული პროექტების მინიმუმ 40%-ის ავტორები ქალები იქნებიან, ასევე პრიორიტეტი მიენიჭებათ მარტოხელა დედებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)