11:22 - 14 May, 2026
|
2024-08-24 14:21:14, 400 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 2 და დაშავებულია 16 ადამიანი
პაკისტანში აფეთქებას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს, მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელია. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული. “შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)