|
2016-02-19 14:08:39, 616 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს. ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ამავე ფაკულტეტის ,,გარემოს დიზაინის,, მოდულის პედაგოგები და ასევე გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ. „მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის დეკანატს კონკურსის ორგანიზებისათვის და თავად იდეის ასეთი მხარდაჭერისათვის და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, სტუდენტებს, რომლებმაც ასეთი მონდომებით იმუშავეთ და მართლაც, შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეთ. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. თქვენი პროფესიის ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება და გპირდებით, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ამ წარმოდგენილ პროექტებს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. „პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა. გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული კვარტლის 20-მდე კორპუსის მოსახლეობას ექნება სრულად კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო, დასასვენებელი ზონების მოწყობა. აქ იქნება სპორტული კუთხე ტრენაჟორებით. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ 10 000მ2 ფართობის შიდა-კვარტალური გზა კეთილმოაწყო. საკონკურსო ტერიტორიის პროექტირებაზე 30-მდე სტუდენტმა იმუშავა, გამოფენაზე კი, რომელიც 11 თებერვალს სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ გაიმართა, 22 ნამუშევარი გამოიფინა. პროექტის მთავარი იდეაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გარემოს დიზაინერის პროფესიას ეუფლებიან, მათ სპეციალობით სწავლის პროცესშივე მიეცეთ პრაქტიკული მუშაობის საშუალება. ღონისძიებაზე კონკურსში წარდგენილი პროექტების ჩვენებაც გაიმართა. სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, კი საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, გამოიცემა კონკურსში მონაწილე პროექტების კატალოგი. მსგავსი თანამშრომლობა გამგეობასა და გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგებს შორის კვლავაც გაგრძელდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)