|
2016-02-19 10:43:20, 606 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელებთან დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია ,,გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას დღეს ვენაში გამართავს. მოლაპარაკებების დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. საქართველოსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები, მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ სომხეთში გაზის ტრანსპორტირების ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართულ მხარეს ნედლეულის ნაცვლად ფულის გადახდა შესთავაზა. წინა შეთანხმების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამასთან ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაზპრომისაგან“ კომერციულ გაზს იყიდის. სომხეთში გაზის ტრანზიტის ანაზღაურების თაობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს „გაზპრომთან“ შეთანხმება ჯერ არ მიუღწევია, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 22 იანვარს რუსულ კომპანიასთან გამართული მორიგი მოლაპარაკებების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)