23:30 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 09:57:35, 479 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ - შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების შეფერხებაში ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ

“ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას უარყოფს  და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

“ჰამასი“ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლისა და ღაზაში ომის გახანგრძლივების მიზნით “ახალ პირობებსა და მოთხოვნებს აყენებს“.

“ჰამასი“ აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ პატიმრების გათავისუფლების გარშემო ახალი პირობები შემოიღო და შეთანხმება, რომელიც გასულ კვირას დოჰაში განიხილეს, მხოლოდ ისრაელის მოთხოვნებს შეესაბამება.

“ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების შეფერხებაში. ის პასუხისმგებელია ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების სიცოცხლეზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics