|
2016-02-18 18:18:51, 599 ნახვა
საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ პროექტს - „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ იწყებს
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ახალ პროექტს - „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მონაწილე ტრენერებთან შეხვედრა თბილისის იუსტიციის სახლში 19 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება. მოხალისეები აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ ქვეყნის მასშტაბით როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ისე საჯარო სკოლებში. 200-ზე მეტი აპლიკანტისგან შეირჩა 80 ტრენერი. პროექტის მიზანია 14 - დან 18 წლამდე მოზარდებში არაფორმალური განათლების მიღების გზით დანაშაულის ადრეული პრევენცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული ტრენერები ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულ თემებზე ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს - ლექცია/სემინარებს, ინტერაქტიულ ტრენინგებს, სიმულაცია/მოდელირებებს. ტრენინგების თემატიკებია სამართალი, ფსიქოლოგია, კრიმინოლოგია, მენეჯმენტი/მარკეტინგი, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.
მისამართი: სანაპიროს ქ. 2, თბილისის იუსტიციის სახლი, III სართული. საკონტაქტო პირი: ეკა ბურჭულაძე, 599 729226
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)