|
2016-02-18 16:19:20, 1523 ნახვა
საზოგადოება
კახა ჩომახიძე: მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები მეტად წარმატებული იქნება
გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ „გლობალ ალიანსის“ ინიციატივით წამოიწყო სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?“. ჰეპატოლოგი კახა ჩომახიძე ეხმაურება აღნიშნულ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება რეფორმას იყოს წარმატებული, რადგან ის იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. „ჩემი აზრით, „რა გაწუხებთ?“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელებულ რეფორმას ეს წარმატებაში დაეხმარება, რადგან მოსახლეობის აზრი იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები უფრო წარმატებული იქნება“, - მიიჩნევს კახა ჩომახიძე. მედიკოსი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია. „პრობლემებზე მოუფიქრებლად საუბარი რთულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მიმართულებით რა პრობლემაც იყო, ის პრაქტიკულად, მოგვარების გზაზეა. ვგულისხმობ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ექიმების ანაზღაურება. ეს ჯერჯერობით ყველაზე მოუგვარებელი პრობლემაა და თუ ამასაც გაითვალისწინებს ჯანდაცვის რეფორმა, კარგი იქნება. მოდით, ესე ვთქვათ, ჯანდაცვის რეფორმის შემთხვევაში სამი რგოლი უნდა იყოს დაკმაყოფილებული: სახელმწიფო, ექიმი და პაციენტი. ჯერჯერობით, სახელმწიფო და პაციენტია უფრო კმაყოფილი, ვიდრე ექიმი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ზრუნვაა საჭირო“, - განაცხადა კახა ჩომახიძემ. პრობლემების პარალელურად მან გამოყო ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში არსებული მიღწევებიც. „რაც შეეხება მიღწევებს, რასაკვირველია, ასეთებიც იყო. ვახსენე უკვე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ასევე, არ შეიძლება არ გამოვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისათვის“, - ამბობს კახა ჩომახიძე.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)