|
2024-08-05 15:48:40, 524 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა
"საქართველოს ბანკი" განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და მხარს უჭერს პროექტს "უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“. პროექტი საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვებგვერდის დამზადებას, მასში გადახდების სისტემების დანერგვას, პლატფორმის მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ჯამში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის, მეღვინეობის, ვაჭრობის, მრეწველობის და სხვა სექტორების ბიზნესები. ინფორმაციისთვის, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ციფრული არხები შექმნან. იმერეთის რეგიონის გარდა, პროექტში ჩართული იყვნენ ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი" მეწარმეებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ ონლაინ გადახდების საშუალებებს სთავაზობს, მათ შორისაა ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა. “ჩვენი მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ განვითარებასა და გაძლიერებაში. ამრიგად, პროექტი, რომელიც სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება, მორიგი გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც რეგიონულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მისწვდნენ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს და შეძლონ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების უკეთ რეალიზაცია. ჩვენ არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიდევ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, ახლა პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპი სრულდება, ჯამში კი 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)