|
2016-02-18 14:09:29, 604 ნახვა
საზოგადოება
თინა ტურძელაძე: არ არის არსებითი, არის თუ არა კომპანია ტოპ ხუთას ქარხანაში
„ბიზნეს კურიერის“ 13თებერვლის გადაცემაში ექსპერტმა თინა ტურძელაძემ ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა. გადაცემის ავტორისა და წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის კითხვაზე თუ რა არის ის, რაც კითხვებს შესაძლოა ბადებს ექსპერტებში ჰუმანისტი ჯორჯიას ბაზარზე შემოსვლასა და ფასების შემცირების სქემაში, კონკრეტულად ის, რომ ვთქვათ ის ქარხნები, საიდანაც შემოდის ეს წამლები არ არის პრაიმლისტიგში? ექსპერტმა ასეთი პასუხი გასცა: „არ არის არსებითი, არის თუ არა ეს ტოპ ხუთას ქარხანაში, იმიტომ რომ ინდოეთში დაახლოებით 22 ათასი მწარმოებელია, მათგან მხოლოდ 75-ია ამერიკულ ბაზარზე დაშვებული, ანუ ეს არ არის წამყვანი ინდიკატორი ამ შემთხვევაში. უფრო მეტი, შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ის ტოპ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ ბაზარზე და მათი ნაწილი საქართველოშიც არის, იმ საწარმო ფართზე არ უშვებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკული ბაზრისთვის. ასე, რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი. მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არის სხვა რამ. ხელისუფლების წინაშე დგას ოთხი ამოცანა. პირობა ასეთია: მან უნდა უზრუნველყოს ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამისათვის ხელისუფლებას სჭირდება ორი პრობლემის გადაწყვეტა. ერთი ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობის ობიექტურ შეფასებას და არა სუბიექტურს, როგორი ჭკვიანი ექსპერტიც უნდა იყოს, მასტერფაილებისა და დოსიეს გარეშე ის ამას ვერ შეაფასებს. მით უფრო კონკურენტი, რომელიც უბრალოდ დაინტერესებულია და მას შეუძლია შავი პიარი შეუქმნას პროდუქციას. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან ეს არ არის ამ შემთხვევაში ობიექტური მონაცემი. და ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ამ სისტემის შექმნას, მაშინ ეს იქნება მთავარი დარტყმა თავად ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა თინა ტურძელაძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)