02:23 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 17:49:54, 572 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ბრძოლა გარდაუვალია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, ამის მიუხედავად, შეშფოთებულია ესკალაციის შესაძლებლობით.

როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, ვაშინგტონს სურს, რომ საკითხები დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიხილეთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბურ ბრძოლაში, მე არ მჯერა, რომ ეს ბრძოლა გარდაუვალია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ",- აცხადებს ლოიდ ოსტინი.

შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. 

გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics