|
2016-02-18 09:43:19, 725 ნახვა
საზოგადოება
ბაია გადაბაძე: ამ ტელევიზიის ჩამოშლას ხელს თუ რამე შეუწყობს, ეს იქნება კრედიტორთა კრების გადადება
სტუდია „მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე დღეს საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ მივა. ის, საქმის წარმოების პროცესთან მიმართებაში დეტალური ინფორმაციის მიღებას აპირებს. ბაია გადაბაძე იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რამაც შესაძლოა, კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადება გამოიწვიოს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ტელეკომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტოს. „ამ ტელევიზიის ჩამოშლას ხელს თუ რამე შეუწყობს, ეს იქნება კრედიტორთა კრების გადადება და ტელევიზიის ვალების არ ჩამოწერა. ამ შემთხვევაში ყველა უცხოელი კრედიტორი ინკასოს დამადებს და ქონება, რომელიც ტელევიზიას გააჩნია ნაწილებად დაიშლება“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. ბაია გადაბაძის ამ მოსაზრებას ძმები გაჩეჩილაძეები არ ეთანხმებიან და კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადებას იმ დრომდე ითხოვენ, სანამ ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად არ დარეგისტრირდება, - ამის შესახებ გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიძემ განაცხადა. „მიგვაჩნია, რომ კრება უნდა გადაიდოს. მოსამართლეს უკვე მივმართეთ. სანამ არ დარეგისტრირდება ლევან გაჩეჩილაზე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად. „მაესტროს“ ინტერესები უნდა იყოს დაცული. ბაია გადაბაძე არა „მაესტროს“ ინტერესებს წარმოადგენს, არამედ მისი კრედიტორის, კოტე გოგელიას ინტერესებს. აბსურდია, რომ „მაესტროს“ მაუწყებობა კრედიტორთა კრებაზეა დამოკიდებულია“, - აღნიშნა ირაკლი კორძახიძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)