|
2016-02-17 16:08:58, 421 ნახვა
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა
„ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა. "მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა", - აღნიშნა კახიშვილმა. როგორც კახიშვილმა განმარტა, ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ამაზე ალბათ საქართველომაც უნდა იფიქროს. "მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. მისივე განცხადებით, სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა ერთი რისკი არსებობს. "როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. მაშინ სამინისტროში სამინისტრო იყო. ამ მოდელით თუ წავალთ და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით უპორთფელო მინისტრი იქნება, ასეთ მოდელს არ ვეთანხმები. მაგრამ თუ სტრუქტურას კარგად დავალაგებთ, რატომაც არა. რაც უფრო შევკვეცავთ სახელმწიფო აპარატს მით უფრო ქმედითი გახდება სისტემა", - განაცხადა კახიშვილმა. როგორც კახიშვილმა განმარტა, ის სამინისტრო, რომელზეც ქადაგიძის მხრიდან საუბარი იყო, მაშინ შეიქმნა, როდესაც ავანგარდში იყო ხელისუფლება, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს ქადაგიძეს. "თუ რამე პრეტენზიები იყო ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშიებით, თავის დროზე განეცხადა, სანამ სტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა. მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ის რაც გასაუქმებელია, ამასაც გავაკეთებთ, რომ ქმედითი სახელმწიფო აპარატი მივიღოთ. როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე არსებობს, ხელმძღვანელის მხრიდან დარგის განვითარებას და რეფორმების გატარების უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. როდესაც ერთი ადამიანი, მინისტრის პორტფელით და პოლიტიკური წონით აღნიშნული დარგის განვითარებაზე მუშაობს შედეგი სულ სხვა იქნება და როდესაც ერთ-ერთ სამინისტროში, დეპარტამენტად არის, ის მეხუთე ხარისხოვნად განიხილება", - განაცხადა კახი კახიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)