18:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:50:52, 462 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-თურქეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება

"მსგავსი ფორმატი ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს კიდევ უფრო გააღრმავებს და მოგვცემს საშუალებას საერთო ინტერესების მქონე აქტუალური თემები მაღალ დონეზე განვიხილოთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მაგრამ შესაძლებლობების კიდევ გარკვეული პოტენციალი ჯერაც გამოუყენებელია.

"თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ შეთანხმებით, ჩვენმა კერძო სექტორმა, ბიზნესმა, ამ მხრივი თანამშრომლობით უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოს", - აღნიშნა მინისტრმა.

ჯანელიძეს თქმით, საუბრისას მათ დიდი ყურადღება ენერგეტიკულ საკითხბეზე თანამშრომლობას დაუთმეს.

"ვისაუბრეთ სატრანსპერტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისადმი საჭირო ღონისძიებების ჩატარებაზე და აღვნიშნეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს მომავალში ამოქმედების აუცილებლობაც", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო-თურქეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics