04:20 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 11:34:38, 465 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში, ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კევინ მუნოსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე პარტიის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული შემოწირულობები, ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა აშშ-ის ისტორიაში, ერთ დღეში შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა.

„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერის ისტორიული ნაკადი აჩვენებს სწორედ იმ ენერგიასა და ენთუზიაზმს, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში“,- განაცხადა მუნოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics