06:51 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 14:22:10, 524 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო მისიას გავაგრძელებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, "სამშვიდობო მისიას“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორბანმა თქვა, რომ გააგრძელებს შეხვედრებს და განცხადებას ამ შეხვედრების შემდეგ გაავრცელებს, როგორც ეს რუსეთის და ჩინეთის ვიზიტის შემთხვევაში გააკეთა.

უნგრეთის პრემიერს მიაჩნია, რომ ომის შესაჩერებლად "სამშვიდობო მისია" აუცილებელია.

"უბრალოდ, ძალიან რთულია გამოსვლა იქიდან, სადაც ისინი არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, მაგრამ უმჯობესია, ეს არ იყოს პანიკური და ნაჩქარევი შემობრუნება“,- ამბობს ორბანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics