17:53 - 19 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 09:22:32, 495 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 563 640-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 563 640-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 18 ივლისის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 563 640;
  • ​ტანკი - 8 245;
  • ჯავშანტექნიკა - 15 883;
  • საარტილერიო სისტემა - 15 465;
  • სარაკეტო სისტემა - 1 120;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 893;
  • თვითმფრინავი - 361;
  • ვერტმფრენი - 326;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 12 274;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 398;
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 20 833;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 2 593.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო და ევროკავშირი კონტინგენტებს ზრდიან კოსოვოში, არჩევნების წინ
უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა
ზელენსკიმ პრორუს პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა
მეუფე შიო - შეგვაძლებინოს უფალმა, ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics