21:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 17:05:23, 459 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.

„რეზოლუცია, რომელიც ასახავს ახლადარჩეული ევროპარლამენტის პირველ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტარების მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, დააკვირდეს და გადახედოს მის ეფექტურობას, ზემოქმედებას და სისტემატურად მოაგვაროს სანქციებისთვის გვერდის ავლა ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების, მესამე მხარის და მესამე ქვეყნების მიერ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics