|
2024-07-16 13:18:03, 648 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს
"საქართველოს ბანკი", როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 17 ივლისს, "საქართველოს ბანკის" 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, ვორკშოპი "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის"გაიმართება. შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება. შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეები. „ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში ახალი კავშირების ფორმირებას და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების შესახებ ცნობადობის გაზრდას. საბოლოოდ კი, გვსურს, ამ გზით, ქალ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა მივცეთ. აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც სხვა რეგულარული ბიზნესშეხვედრები მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილების კვლევის შედეგად იგეგმება. ამიტომაც მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და მათ სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან შეხვედრის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებს. თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)